ხანძარი ქუთაისში. გუმათჰესში ცეცხლი, სავარაუდოდ, ზეთის ტრანსფორმატორს გაუჩნდა. ჰესის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლის კერაა.
ადგილზე მობილიზებულია 30-მდე მეხანძრე. ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს.