6 დეკემბერს, დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა - მარეხ გოგიძემ „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა“ და „გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ დაფინანსებით, ქალაქ გარდაბნის №2 ბაგა-ბაღს საჩუქრად 40 ცალი დასაკეცი სკამი გადასცა.
ბაგა-ბაღს საჩუქარი პროექტ - „მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით“ ფარგლებში გადაეცა, რომლის მხარდამჭერი ა(ა)იპ „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო“ გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს ამავე საბავშვო ბაღს 60 სკამი და 5 კარადა შეუძინა.