კომპანია "რუსთავის წყალი" რუსთავი, ლომური 1თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 20 იანვარს 12:30 საათიდან 18:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჩოხელი (ჩიხებით და გადსასვლელებით), გონაშვილი, დოლიძე (გასასვლელებით).
კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.