დასაქმების სტატისტიკა

2017-12-06 17:27:15

საქსტატის ცნობით, 2016 წელს საქართველოში 1 763 000 ადამიანი იყო დასაქმებული. დასაქმებულთა 64% თბილისში მუშაობს.

რეგიონებში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით 9.3%-ით აჭარა ლიდერობს, შემდეგ მოდის იმერეთი 7.0%-ით. მესამე ადგილს იკავებს ქვემო ქართლი 5.5%-ით, ხოლო მას მოჰყვება სამეგრელო-ზემო სვანეთი 3.9%-ით. ქვემო ქართლში დასაქმებულთა 60 %-ზე მეტი მამრობითი სქესისაა. ამ მაჩვენებლით გამოირჩევა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთიც, სადაც დასაქმებული მოსახლეობაში მამაკაცთა რაოდენობა 70%-ს აჭარბებს.