რუსთავის ხელახლა დაბადებიდან 76 წელი გავიდა

2024-01-19 14:03:39

76 წლის წინ წინ რუსთავის ადგილას ქალაქის ხელახალი მშენებლობა დაიწყო.

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, რომელიც მე-13 საუკუნეში განადგურდა, ხელახლა დაიბადა.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრესიდიუმის ბრძანებულებით დაბა რუსთავი 1948 წლის 19 იანვარს გარდაბნის რაიონს გამოეყო და ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

შესაბამისი ბრძანებულება 1948 წლის გაზეთ კომუნისტის იანვრის გამოცემაში დაიბეჭდა.

"ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრესიდიუმისა. საქართველოს სსრ გარდაბნის რაიონის დაბა რუსთავის ქალაქ რუსთავად გარდაქმნის შესახებ. გამოეყოს საქართველოს სსრ გარდაბნის რაიონის დაბა რუსთავი და გარდაიქმნას რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად.

ბრძანებას ხელს აწერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრესიდიუმის თავმჯდომარე: გ. სტურუა და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრესიდიუმის მდივანი: ვ. ეგნატაშვილი.

1948 წ. 19 იანვარი. ქ. თბილისი."