წყალმომარაგების 6-საათიანი წყვეტა რუსთავში

2024-01-19 11:28:21

კომპანია "რუსთავის წყალი" რუსთავი, დ. აღმაშენებელის მე-3 გასასვლელთან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 19  იანვარს 11:30 საათიდან  17:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება :  დ. აღმაშენებლის ქუჩის გასასვლელებს.   

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.