რუსთავში კოსტავას გამზირის ნაწილი 17 და 18 იანვარს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაკეტილი იქნება.
მიზეზი საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟია.
რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ინფორმაციით, აღნიშნული გამო ავტობუსები იმოძრავებენ შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებენ.
"გაცნობებთ, რომ 2024 წლის 17 და 18 იანვარს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება კოსტავას გამზირი #9-დან #19 ჩათვლით.
დაგეგმილია საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის სამუშაოები, რომლის შესასრულებლად საჭიროა გზის სავალი ნაწილის ორმხრივი გადაკეტვა, შესაბამისად ავტობუსები იმოძრავებენ აღნიშნულ მონაკვეთზე შეცვლილი მარშრუტით",- ნათქვამია განცხადებაში.