რუსთავში წყლის მიწოდება იზღუდება

2024-01-16 20:26:07

კომპანია ჯივიპი ხრამის სათავე ნაგებობაზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ღამის საათებში ჩაატარებს.

17 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით ხრამის სათავე ნაგებობაზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ქალაქ რუსთავის მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები დაგეგმილ სამუშაოებს 17 იანვარს, ღამის 01:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღიშნულთან დაკავშირებით 17 იანვრის ღამის 01:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის  0341 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.