რუსთავში, თავისუფლების მოედანზე მთავარი ნაძვის ხის დაშლა მიმდინარეობს.
სამუშაოებს ააიპ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები ასრულებენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მერიაში განუცხადეს ქალაქის მასშტაბით დამონტაჟებული საახალწლო დეკორაციების დემონტაჟი დაახლოებით 10 დღეში დასრულდება.