როდის აღდგება წყლის მიწოდება

2024-01-16 11:14:17

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის გაგარინის ქუჩაზე მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 16 იანვარს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ბარნოვის, ბერიტაშვილის, ბელიაშვილის (შესახვევით), გიორგაძის, გ ჯავახიშვილის, გოგოლის,,ზედგენიძის, კახეთის, მაზნიაშვილის, მცხეთის, ნეკრასოვის, რჩეულიშვილის, სამგორის, სამშვილდის, ტ გრანელის, ტოლსტოის, ჩაპაევის და ჩეხოვის ქუჩებს.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.