ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა 3 დაშავდა

2024-01-14 13:02:40

სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავარიის დროს 2 ადამიანი დაიღუპა და 3 კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა და ამობრუნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, ორი დაშავებული რუხის კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი კი სენაკის არქიმედეში.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები