რუსთავში, ქალს ჯიბიდან მობილური მოპარეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავის მოლში, კარფურის მაღაზიაში ახალგაზრდა ქალს ჯიბიდან აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი ამოაცალეს.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა 70 წლამდე კაცი დააკავეს.
ნივთმტკიცებად ამოღებულ იქნა მოპარული მობილური ტელეფონი.