კომპანია "რუსთავის წყალი" რუსთავი, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა 3 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 13 იანვარს 14:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნ. ნიკოლაძის ქ N 3, 5, 7 და რუსთველის ქ N 39.
კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.