რუსთავში კაცი ცოლის მუქარის გამო დააკავეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი ფეისბუქის მეშვეობით ცოლს დაუკავშირდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ფაქტის შესახებ აცნობეს პოლიციას. სამართალდამცავებმა, კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით კაცის მიმართ რამდენიმე დღით ადრე გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი.