საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კონკურსს აცხადებს „წერილი სახალხო დამცველს“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემო ქართლის მე–10, მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეებს. კონკურსის მეშვეობით ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა საქართველოს სახალხო დამცველს პირადად მისწერონ წერილი გენდერული თანასწორობის თემატიკაზე: • გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები; • ადრეულ ასაკში ქორწინება; • ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა; • ქალი და პოლიტიკა; • გენდერული სტერეოტიპები; წერილი უნდა ეხებოდეს გენდერულ საკითხებს და ასახავდეს მოსწავლეების ხედვას არსებული გამოწვევებისა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების თაობაზე.
წერილის გამოგზავნა, ქართულის გარდა, ასევე, შესაძლებელია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. კონკურსის მონაწილეებმა წერილები (მაქსიმუმ 500 სიტყვა) უნდა გამოგზავნონ 2017 წლის 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს სახალხო დამცველის ელექტრონულ მისამართზე letter@ombudsman.ge. ასევე, შესაძლებელია სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისებში მიტანა შემდეგ მისამართებზე: • ქვემო ქართლის ოფისი: მარნეული, რუსთაველის N51