რუსთავი-თბილისის ავტობუსის მოძრაობის ინტერვალი იცვლება

2024-01-11 12:31:24

15 იანვრიდან თბილისი-რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის ინტერვალი 13 წუთამდე მცირდება.

განცხადებას მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო განცხადებას ავრცელებს.

"15 იანვრიდან მუნიციპალური ავტობუსები რუსთავ-თბილისის მიმართულებაზე იმოძრავებს 13 წუთიანი ინტერვალით სამუშაო დღეებში, 20 წუთიანი ინტერვალით შაბათ-კვირას.

12  და 13 იანვარს იმოძრავებს 15 წუთიანი ინტერვალით.

14 იანვარს იმოძრავებს 20 წუთიანი ინტერვალით",- ნათქვამია განცხადებაში.