რუსთავში ახლგაზრდამ მაღაზიიდან მობილური მოიპარა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავის მოლის, ტექნიკის მაღაზია "მერტომარტი"-ს ფილიალიდან, 30 წლამდე კაცმა მობილური ტელეფონი მოიპარა.
არსებული ინფორმაციით ნივთის მოპარვის ფაქტი, ვიდეო სათვალთვალო კამერებში დაფიქსირდა.
გატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მალევე დააკავეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.