საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა

2017-12-05 14:19:55

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის გოგონათა შორის 90 კგ კატეგორიაში ასპარეზობს. ანასტასიამ ორჭიდის ჯამში 265 კილოგრამი დაძლია და 10 კილოგრამით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ჩილელ ფერნანდა ვალდესს. აღსანიშნავია, რომ ძალოსანთა ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია.

ხვალ  6 დეკემბერს 5:25 საათზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იასპარეზებს.