რუსთავის ბაგა-ბაღების თანამშრომლები ამ თვიდან გაზრდილ ხელფასებს აიღებენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღების გაერთიანებაში" განუცხადეს, თანამშრომელთა ხელფასების ზრდა 10%-დან 18%-მდე მოხდება.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება.
ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ იმ პირებისთვის, რომელთაც მაღალი ხელფასი აქვთ, ანაზღაურების ზრდა 10%-ით მოხდება, ხოლო დაბალანსების მიზნით, დაბალი ხელფასის მქონე თანამშრომლებისთვის 18%-ით, საიდანაც 8%-ანი ნამატი მუნიციპალიტეტის მხრიდან კეთდება.