რუსთავში ვადაგასული პროდუქტის გაყიდვისთვის მაღაზია მეორედ დააჯარიმეს

2024-01-09 18:16:18

რუსთავში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დეკემბრის თვეში მონიტორინგის დროს 2 სურსათის მაღაზია დააჯარიმა.

როგორც "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა, გასულ თვეში ქალაქის მასშტაბით ინსპექტირება 48 ობიექტში განხორციელდა.

ერთ-ერთი ობიექტის დაჯარიმება განმეორებით ვადაგასული პროდუქტის რეალიზება იყო, ხოლო მეორე ობიექტი რეგისტრაციის არ ქონის გამო დაჯარიმდა.

ჯამში, ქვემო ქართლში, ინსპექტირება 117 ობიექტში ჩატარდა, დოკუმენტური შემოწმება 25 -ში, ნიმუშის აღება მოხდა 20 -დან. დაჯარიმდა 9 ობიექტი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაწესებულებების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებენ.

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი მანამ, სანამ ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები