თვითნებურად მოწყობილი შემაფერხებელ კონსტრუქციებზე ჯარიმა რუსთავში

2024-01-08 15:27:10

რუსთავში სხვადასხვა მისამართებზე კორპუსების ეზოებში შევხვდებით სატრანსპორტო საშუალებებისთვის ხელოვნურად მოწყობილი ბარიკადების.

არის შემთხვევებიც, როდესაც ხელოვნურად მოწყობილი ბარიკადები გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟებს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებასა თუ სამაშველო სამსახურს ხელოვნური ბარიერები მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლის და მოქალქეებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, გარკვეული პრობლემები ექმნებათ.

ამხანაგობა, რომელიც კორპუსთან ხელოვნურ შემაფერხებელს განათავსებს, დაჯარიმდება.

ჯარიმა 500 ლარიანია, განმეორების შემთხვევაში კი, 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან.

იმ შემთხვევაში თუ შემაფერხებელი კონსტრუქცია ჩაბეტონებულია, აშენებულია, მაშინ საჯარიმო თანხა 6000 ლარია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები