სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანაში ავარიას შუა ხნის კაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, კაცს საკუთარ სახლთან, მიკროავტობუსი დაეჯახა.
44 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს