ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს სატვირთო შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა მიკროავტობუსის მძღოლი და დაშავდა 4 მგზავრი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.