რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში, სეზონური ვირუსული ინფექციების გამო, პაციენტთა მიმართვიანობა გაზრდილია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბავშვთა საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ინარა დარახველიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე კლინიკაში 40 საწოლიდან 20 დაკავებულია, აქედან ინფექციურ განყოფილებაში 9 პაციენტი გადის მკუნალობას.
"მომართვიანობა გზრდილია. შემოსული პაციენტების უმრავლესობას აქვს ცხელება, წამყვანი სიმპტომი სწორედ ესაა. ვინაიდან ვირუსული ინფექციაა, პირველი სიმპტომი გახლავთ მყარი ცხელება, 38,5 ან მეტი და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ჩივილები. ზოგს აქვს ცხელების ფონზე პირღებინება, შეიძლება ცხელება მიმდინარეობდეს დიარეით, ხველით და ასე შემდეგ.
თუ ბავშვს ცხელების გარდა არ აქვს ისეთი სხვა სიმპტომი, როგორიცაა შეუპოვარი ღებინება, არ არის მივარდნილი, არ აქვს კრუნჩხვა, ჩვენ ვურჩევთ მშობელს, რომ ბინაზე მოახდინოს ამ ტემპერატურის რეგულირება.
თუ მშობელი ტემპერატურის მართვას ვერ ახერხებს, მაშინ უნდა მიმართოს სტაციონარს. ბავშვს, რომელსაც აქვს ტემპერატურა, არის ცუდ ხასიათზე, მაგრამ როცა დაუწევს, უნდა გახდეს აქტიური, უნდა თამაშობდეს, ამ შემთხვევაში აუცილებელი არაა ცხელების პირველივე დღეს მივიყვანოთ სტაციონარში. მაგრამ თუ ბავშვი ვერ ღებულობს საჭმელს, სითხეს, მივარდნილია, აქვს პირღებინება, შეიძლება ზოგს კრუნჩხვაც ჰქონდეს, რა თქმა უნდა, აუცილებელია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას", - განუცხადა "ინფო რუსთავს" ინფექციონისტმა.