რუსთავისა და ქვემო ქართლის გზის მონაკვეთი, სადაც ზამთრის საბურავები აუცილებლად უნდა გეყენოთ

2024-01-02 12:10:12

იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალში, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით, ზაჰესი-რუსთავის გზის მონაკვეთის შედის.

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი (დმანისის გადასახვევი-გუგუთი) მონაკვეთის სიგრძე 22 კმ.

თბილისის შემოსავლელი (ზაჰესი-რუსთავი) მონაკვეთის სიგრძე 49 კმ.

მარნეული-თეთრიწყარო-წალკა (თეთრიწყარო-წალკა) მონაკვეთის სიგრძე 56.70 კმ.

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა (თეთრიწყაროს გადასახვევი - ნინოწმინდა) მონაკვეთის სიგრძე 128 კმ.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.