რუსთავში პიროტექნიკის გამოყენების გამო სამმა ადამიანმა თითი დაკარგა.
პაციენტებს შორის, რომლებმაც თითი დაკარგეს, მამა და მისი არასრულწლოვანი შვილიცაა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავის გადაუდებელი დახმარების განყოფილების მორიგე ექიმმა გიორგი ხევსურიანმა განუცხადა, შეყვანილი პაციენტების უმრავლესობას აღენიშნებოდა კიდურების დაზიანება, მათ გაეწიათ შესაბამისი პირველადი დახმარება, რის შემდეგაც საოპერაციო ბლოკებში გააგრძელეს მკურნალობა.