რუსთავში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით 10-მდე ადამიანი დაშავდა

2024-01-01 01:22:11

რუსთავში ახალი წლის ღამეს პირორექნიკით 10-მდე ადამიანი დაშავდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კლინიკა რუსთავში პიროტექნიკის აფეთქების დროს დაშავებული 10-მდე პაციენტი შეიყვანეს. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

ამ დროისთვის ყველა პაციენტს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებათ, რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.