რუსთავის ერთ-ერთ მაღაზიაში შეძენილ ტკბილეულში მომხმარებელმა მატლები იპოვა [video]

2023-12-30 23:47:09

რუსთავში, მაღაზია "ფენიქსში" შეძენილ ტკბილეულში მომხმარებელმა მატლები იპოვა. [ვიდეო/video]

როგორც ზანდა თაბუკაშვილმა "ინფო რუსთავს" უამბო, ის და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი ტკბილეულის მიღების შემდეგ მოიწამლნენ და კლინიკაში მოხვდნენ.

"ფენიქსის ქსელში შევიძინეთ 2 სახეობის ლახათლუხუმი. მერე აღმოჩნდა, რომ ერთი ყოფილა ვადაგასული, ხოლო მეორეს ჰქონდა მატლები და კვერცხები დახვეული. ეს ყველაფერი მივირთვით იმიტომ, რომ ვერ დავინახეთ, მანქანაში სიბნელე იყო საღამოს. მივირთვით მეც და ჩემმა ორმა მცირეწლოვანმა შვილმაც, რის შემდეგაც მოხდა ინტოქსიკაცია და გადავედით კლინიკა რუსთავში.

მივედი მაღაზიაში, ინფორმაცია მივაწოდე, მოვითხოვე პასუხისმგებელი პირები, რაზეც უარი მითხრეს. შემდეგ თვითონ თანამშრომელი დაუკავშირდა, მაგრამ პასუხი იყო ასეთი, თანხა დაუბრუნეთ და წავლენ, მოვიდნენ ხვალო.

გაუფრთხილდით თავს, მარტო ვადებს ნუ ენდობით. რასაც შეიძენთ, აუცილებლად გადატეხეთ და ნახეთ, ჭიებით არ იყოს სავსე და კვერცხებით", - განაცხადა ზანდა თაბუკაშვილმა.

თემასთან დაკავშირებით კომენტარისთვის მაღაზიათა ქსელ "ფენიქსის" ადმინისტრაციას დავუკავშირდით, სადაც განგვიცხადეს, რომ აღნიშნული პროდუქციის შიგთავსზე კომპანია პასუხისმგებელი ვერ იქნება.

"პროდუქტი ვადიანი იყო, შენახვის ტემპერატურებს ვიცავთ, შიგნით როგორი იყო ჩვენ მაგაზე პასუხს ვერ ვაგებთ, არ ვიცით, თუმცაღა დისტრიბუტორ კომპანიას პრობლემები შევუქმენით ამის გამო", - აცხადებენ "ფენიქსში".


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები