ახალი წლის დღეებში, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების გრაფიკი მცირედით შეიცვლება.
ამის შესახებ განცხადებას კომპანია "ინტერტრანსი" ავრცელებს. "ინფო რუსთავი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"ახალი წლის დღეებში რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების გრაფიკი მცირედით შეიცვლება.
კერძოდ, 31 დეკემბერს ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 21:30 საათზე, თბილისიდან კი 22:30 საათზე შესრულდება. დილის საათებში კი, მიკროავტობუსები პირველ გასვლას ტრადიციულ დროს განახორციელებენ.
რაც შეეხება 1-ელ იანვარს, პირველი მარშრუტი რუსთავიდან დედაქალაქის მიმერთულებით დილის 08:00 საათზე შესრულდება, ღამის საათებში კი მიკროავტობუსები ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებენ.
"ინტერტრანსი" გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!" - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.