როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-12-30 13:07:53

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის ნეკრასოვის ქუჩაზე მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 30 დეკემბერს, 11:30 საათიდან 17:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ბერიტაშვილის, ნეკრასოვის, სამშვილდის და ტოლსტოის 1-17 ბინებს.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.