რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზაზა ზაზაძემ თანამდებობა დატოვა. თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, მამაუკა ისაკაძემაც.
აღნიშნული ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ქალაქის მერიაში დაუდასტურეს.
როგორც მერიაში აცხადებენ, ზაზაძემ და ისაკაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს.
ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოზიციებს, ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა.