მაგისტრალზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

2023-12-28 18:28:58

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანთან, თბილისი-სენაკი ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ავტომობილების მგზავრებმა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები