ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სხვადასხვა ქუჩებიდან დაუკავშირდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ძლიერი ქარის გამო ჯავახიშვილის ქუჩაზე განათების ბოძი წაიქცა.
ასევე ქარმა წააქცია მრავალწლოვანი ხეებიც, მათ შორის წმინდა ნინოს ქუჩაზეც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 დეკემბერს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალინი შტორმი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.