2023-12-28 13:13:49
რუსთავში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა განათების ბოძი წააქცია.
საიფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
საპატრულო პოლიციამ ჯავახიშვილის ქუჩა გადაკეტა.
ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურიც.