კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის ნიკო ნიკოლაძის ქ. N3-ში მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 27 დეკემბერს, 17:00 საათიდან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
დავით გარეჯის N 2, 4, 4ა, 6, 8, 10, 12, 14, 16, 18, დავით გარეჯის ჩიხის N 4, 6, 4ა, 6ა, 6ბ, 7, ნ.ნიკოლაძის N 1, 3, 5, 7, ბალანჩივაძის N 2 და რუსთაველის N 37, 39, 50, 63-ს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.