რუსთავში ოჯახის ხუთმა წევრმა CO-თი ინტოქსიკაცია მიიღო

2023-11-26 20:51:14

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში ერთი ოჯახის ხუთმა წევრმა CO-თი ინტოქსიკაცია მიიღო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ნახშიროჟანგის დაგროვება გაუმართავმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

ინტოქსიკაციის შემდეგ ინტოქსირებულ პირებს შორის არასრულწლოვანიც იყო.

ხუთივე მათგანს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები