შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - "ჩვენ მაქსიმალურად მცირე ვადაში მივაღწიეთ შედეგს. დღეის მდგომარეობით დადგენილია და დაკავებულია ლევან დადუნაშვილის მკლელობაში ბრალდებული, ასევე მინდა ავღნიშნო რომ მეორე ბრალდებული რომელიც ასევე იდენტიფიცირებულია მაგრამ ის ჯერ არ არის დაკავებული, მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მის დასაკავებლად. დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულიც ასევე იქნება დაკავებული. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ პერიოდში მიუხედავად იმისა რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკითხეს 150 პირი, ესენი იყვნენ არასრულწლოვანის მშობლები, მათი ოჯახის წევრები. გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, ძალზე მცირე ადამიანმა, ეს არის ძალზედ სერიოზული პრობლემა. ასევე მინდა გამოვეხმაურო აზრთა სხვადასხვაობას რომელიც გამოწვეულ იქნა ერთ-ერთი მამის გენერალურ პროკურატურაში მუშაობის საკითხმა, მინდა ავღნიშნო რომ ჩვენი ინფორმაციით ამ ადამიანმა მისივე სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა რამე თუ არ მოხდეს სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციები. შსს-ს სახელით მინდა დავარწმუნო საზოგადოება რომ ვისაც რაიმე შემხებლობა ჰქონდა ამ დანაშაულთან, უმკაცრესად, ობიექტურად და რაც მთავარია სამართლიანად იქნება დასჯილი."