კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს.
"კომპანია რუსთავის წყალი ლეჟბადინის მიმდებარედ მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 26 დეკემბერს, 18:00 საათიდან 27 დეკემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჭყონდიდელის დასახლება: ბარნოვის, ბერიტაშვილის, ბელიაშვილის თავისი შესახვევით, გიორგაძის, გ ჯავახიშვილის, გოგოლის, ტ გრანელის, კახეთის, მაზნიაშვილის, მცხეთის, ნეკრასოვის, რჩეულიშვილის, სამგორის, სამშვილდის, ტოლსტოის, ჩაპაევის, და ჩეხოვის ქუჩებს",- ნათქვამია განცხადებაში.