რუსთავში წყლის მიწოდება შეიზღუდება

2023-12-26 17:59:05

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მე-7მ/რ-ის N17-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით ხვალ, 27 დეკემბერს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მე-7 მ/რ-ის N 13, 16, 5, 6, 2, 15, 8, 14, 9, 17, 7, 10, 1, 4, 12, 18, 28-ს.

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.