“ჩვენც დავბერდებით”

2023-12-25 22:59:48

რუსთავის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მოხუცებულთა თავშესაფრის “ქსენონის” ბენეფიციარებს ესტუმრნენ.

შეხვედრა სკოლაში არსებულმა სამოქალაქო განათლების კლუბმა “ინდიგომ” და თვითმმართველობამ პროექტის “ჩვენც დავბერდებით” ფარგლებში დაგეგმეს.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ბენეფიციარებს ტკბილეული მიუტანეს და მათთან დრო გაატარეს.

რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი ინდიგო, მათი ხელმძღვანელობითა და სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით განახორციელეს პროექტი ჩვენც დავბერდებით. გადაწყვიტეს ერთი დღე გაელამაზებინათ და მოფერებოდდნენ ბენეფიციარებს, ეგრძნობინებინათ სითბო, რადგან ამ ადამიანებს აკლიათ ყურადღება. მოსწავლეები არიან წარმოდგენილები, როგორც სამოქალაქო კლუბ ინდიგოს, ასევე სკოლის თვითმმართველობის. ამ პროექტში ჩართულები იყვნენ როგორც პედაგოგები, ასევე მშობლები”,- განუცხადა  “ინფო რუსთავს” მე-3 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა და კლუბ "ინდიგოს" მეურვემ მაკა მოსახლიშვილმა.