შსს დაკავების კადრებს ავრცელებს (video)

2017-12-03 12:21:12

შსს 17 წლის ბიჭის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცის დაკავების კადრებს ავრცელებს. მკვლელობა წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მოხდა, არსებული ინფორმაციით, 18 წლის ი.ტ.-მ 17 წლის თ.ბ. სოფლის სასაფლაოზე სასაუბროდ დაიბარა, ადგილზე მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რის შემდეგაც ი.ტ.-მ თავისივე თანაკლასელს გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არასრულწლოვანი ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი პოლიციამ თბილისში დააკავა. ნახეთ ვიდეო.