რუსთავში კოკა-კოლას ქარავანი კვირას, 24 დეკემბერს შემოვა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია "კოკა-კოლა ბოთლეს ჯორჯიაში" განუცხადეს, საახალწლო ქარავანი ქალაქში 20:30 საათიდან 21:30 საათის შუალედში შემოვა.
მათივე თქმით, რამდენიმე ქუჩის გავლის შემდეგ ქარავანი მეგობრობის გამზირზე "მაკდონალსთან" გაჩერდება.
ცნობისთვის, ქარავანი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 20-დან 30 დეკემბრის ჩათვლით იმოძრავებს.