სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
კერძოდ, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი ნ.-მ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით შესყიდვაში და შემდგომ მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მიწის ნაკვეთის ღირებულების 10 % - 24 000 ლარი მოსთხოვა და წინასწარ თანხის ნაწილი- 8000 ლარი მოითხოვა.
"2017 წლის 1 დეკემბერს, გიორგი ნ-მ მოქალაქისგან აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი 8000 ლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ,რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით." - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის განცხადებაში. ნახეთ ვიდეო.