სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ორ ქვეითს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორივე ქვეითი დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცდილობთ.