რუსთავის 24-ე ქართულ გიმნაზიაში ოცხობილების ფესტივალი გაიმართა.
სკოლის თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს კულინარმა ნინა კაპანაძემ მასტერკლასი ჩაუტარა.
ორცხობილების ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ სხვადასხვა ქვეყნის რეცეპტებით დამზადებული ტკბილეული.
მოსწავლეებმა მომზადებული ტკბილეული დახლებზე მოათავსეს და ერთმანეთს დააგემოვნებინეს.
ფოტოები: მარიამ გვარმიანი