ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლისთვის სისხლის დონორებს ეძებენ.
როგორც "ინფო რუსთავს" ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკში განუცხადეს, დაჭრილი მოზარდისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლია საჭირო.
”გუშინ დაჭრილი მოზარდისთვის სასწრაფოდ გვესაჭიროება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი. დახმარების გაწევის მსურველებმა გთხოვთ მოგვმართეთ ტელეფონის ნომრებზე: 2 39 03 13, 577 221 413. მისამართი: წინანდლის N9 ”წმ იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის" პირველი სართული. ”ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი” - აღნიშნულია განცხადებაში.