რუსთავში წყალმომარაგება იზღუდება

2023-12-17 19:35:41

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მე-15 მ/რ-ის N12-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით ხვალ,  18 დეკემბერს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

მე-15მ/რ-ს, მესხიშვილის  მე-3 გასასვლელს, მე-14 მ/რ-ის-44, 46, 47  და შარტავას ქ. N5, 7, 9, 11, 13, 15.

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.