რუსთავის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა [photo]

2023-12-16 21:53:57

რუსთავის საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა.

თავისუფლების მოედანზე მოქალაქეებმა შეკრება 18:00 საათიდან დაიწყეს, ქალაქის მთავარი საახალწლო ხე კი 20:00 საათზე აინთო.

წინა წლის მსგავსად, ღონისძიების მთავარი თემატიკა წელსაც ქალაქის ისტორიის გაცოცხლება იყო.

ღონისძიებაზე ისმოდა მუსიკაც. ნაძვის ხის ანთების პარალელურად დაგეგმილი კონცერტი რუსთავის კამერულმა ორკესტრმა გახსნა, მუსიკალური ნომრები ასევე შეასრულა ფოლკლორულმა ანსამბლმა "თუთარჩელამ", საღამო კი ნატო გელაშვილმა და ძმებმა ჭოხონელიძეებმა დახურეს. 

კოსტავას გამზირზე გაუშვეს ფოიერვერკიც.

თავისუფლების მოედანზე მოწყობილი იყო საახალწლო სოფელი. 

აღსანიშნავია, რომ ნაძვის ხესთან ერთად, კოსტავას გამზირზე საახალწლო განათებები და ილუმინაციებიც აინთო.