რუსთავში, ცენტრალურ ხიდიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო საცობია.
ავტომობილების სიჭარბე და საცობის წარმოქმნა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას უკავშირდება.
ქალაქის მთავარი საახალწლო ხე ცენტრალურ მოედანზე 20:00 საათზე, საზეიმო ვითარებაში უნდა აინთოს.