თბილისში 51-ე სკოლის ორი მოსწავლე ცივი იარაღით დაჭრეს, რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, კლინიკაში გადაყვანამდე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა, რის გამოც მანდატურმა მოსწავლეებს შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მათ ხორავას 4 ნომერში გადაინაცვლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაპირისპირებაში 10-15 მოსწავლე მონაწილეობდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო:რუსთავი2